გერმანიის არმია ეროვნულ პარკში გაჩენილ ხანძარს ებრძვის

17 ივლ 2026

გერმანიის მეკლენბურგ-წინა პომერანიის შტატში, მიურიცის ეროვნულ პარკში, 320 ჰექტარზე გაჩენილ ტყის ხანძარს ებრძვიან. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ბუნდესვერის 300-ზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს.

ხანძარი ორშაბათს აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე, ყოფილ სამხედრო საწვრთნელ პოლიგონზე გაჩნდა, სადაც აუფეთქებელი საბრძოლო მასალა ხანძრის ლოკალიზებას აფერხებს.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, მიმდინარე დეტონაციები მეხანძრეებისთვის ტერიტორიის ზოგიერთ ნაწილში შესვლას ძალიან სახიფათოს ხდის. ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი, რამაც სტიქიის ზონასთან ახლოს მცხოვრები 360 ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია.   

ბოლო კვირების განმავლობაში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრებს ებრძვიან ესპანეთსა და საფრანგეთშიც.