დაკავებულია ორგანიზებული თაღლითური ჯგუფის წევრი

17 ივლ 2026

დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის წევრი, რომელიც 42 მოქალაქის კუთვნილ 337 337 ლარს მოტყუებით დაეუფლა - გამოძიების თანახმად, ჯგუფის წევრები პოტენციურ მსხვერპლებს სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით უკავშირდებოდნენ და მაღალი მომგებიანობის მქონე, საინვესტიციო პლატფორმაზე თანხების განთავსებას სთავაზობდნენ.

მოქალაქეებს უქმნიდნენ მცდარ წარმოდგენას, თითქოს ისინი ახორციელებდნენ რეალურ ინვესტირებას ვირტუალურ აქტივებში, აქციებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებში, რის სანაცვლოდაც სწრაფ და მნიშვნელოვან მოგებას მიიღებდნენ.

საბოლოოდ, დაზარალებულებს ეკარგებოდათ წვდომა მათ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებზე, ხოლო გადარიცხული თანხების გადაადგილება ხდებოდა ჯგუფის წევრების მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებსა და კრიპტოვალუტის საფულეებში. ბრალდებულს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.