უკრაინულმა დრონებმა შავ ზღვაში 12 რუსული გემი დაბომბეს

17 ივლ 2026

შავ ზღვაში უკრაინული დრონების სამიზნე 12 რუსული გემი გახდა, რაც უკრაინის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ საზღვაო თავდასხმების გაძლიერებაზე მიანიშნებს.

უპილოტო საჰაერო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ ბროვდიმ, ტელეგრამზე გამოაქვეყნა კადრები, რომლებიც გემებზე თავდასხმებს ასახავს.

ბროვდის განცხადებით, სამიზნეებში შედიოდა ცხრა მშრალი ტვირთმზიდი გემი, ტანკერი, ბენზინგასამართი ტანკერი და ბუქსირი. მისი თქმით, ამ თავდასხმით მიმდინარე თვეში აზოვისა  და შავ ზღვებში დაბომბილი რუსული გემების საერთო რაოდენობა 159-მდე გაიზარდა.