აშშ-მა ირანში სამიზნეებს დაარტყა

18 ივლ 2026

 აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმები ზედიზედ უკვე მეშვიდე ღამე   განახორციელეს- განაცხადა აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ და აღნიშნა, რომ მათი სამიზნე სამხედრო ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა და სხვა ობიექტები იყო. სარდლობის მიერ სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებზე ასახულია აშშ-ის სამხედრო ოპერაციები და დარტყმები.  
ირანმა, თავის მხრივ, პარასკევს დარტყმები მიიტანა აშშ-ის მოკავშირეებზე სპარსეთის ყურეში. ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ირანის პორტების წინააღმდეგ აშშ-ის აგრესიის საპასუხოდ თავდასხმა განხორციელდა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე, სადაც ხელოვნური ინტელექტის ცენტრი და სამხედრო დანიშნულების ნავების შეკრების ადგილი იყო.