ნორვეგიაში ხანძარმა 100-ზე მეტი სახლი გაანადგურა

18 ივლ 2026

100-ზე მეტი სახლი განადგურდა  ნორვეგიის ქალაქ დრამენის მახლობლად ძლიერი  ხანძრის შედეგად.  მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ძლიერი ქარის გამო ვერ ახერხებდნენ.   
ხანძარი ახლომდებარე ტყეში გავრცელდა და მეხანძრეები ჯერ კიდევ ვერ აკონტროლებენ მას. სქელი შავი კვამლით დაიფარა  ტერიტორია, რომელიც ოსლოდან დასავლეთით  50 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.დაღუპულების ან დაკარგული ადამიანების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ხანძარმა  ტერასული საცხოვრებელი სახლების უბანი მოიცვა. პოლიციამ მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ხანძარს 60-ზე მეტი მეხანძრე და 2  ვერტმფრენი ებრძვის.