18 ივლ 2026
სამხრეთ მექსიკაში მომხდარმა ძლიერმა 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრამ რამდენიმე შენობა დააზიანა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დაღუპულების ან მნიშვნელოვანი ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მიწისძვრა მექსიკის ყველაზე სამხრეთით მდებარე შტატ ჩიაპასის სანაპიროსთან მოხდა.
მიწისქვესა ბიძგები გვატემალასა და სალვადორშიც იგრძნობოდა. მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ საგანგებო პროტოკოლები ამოქმედდა, მაგრამ არც ჩიაპასსა და არც მეზობელ ტაბასკოს შტატში პრობლემები არ დაფიქისრებულა, ხოლო გვატემალის პრეზიდენტმა ბერნარდო არევალომ განაცხადა, რომ დაღუპულები არ არიან.
მიწისძვრის შემდეგ, აშშ-ის ცუნამის გამაფრთხილებელმა სისტემამ მიწისძვრის ეპიცენტრიდან 300 კმ-ის რადიუსში მდებარე სანაპირო ზოლის გასწვრივ ივარაუდა.