უკრაინის ქალაქებში მასობრივი პროტესტი გრძელდება

18 ივლ 2026

კიევში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის გადადგომა მოითხოვეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოპულარული თავდაცვის მინისტრი მიხაილ ფედოროვი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რამაც მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. მომიტინგეები  ზედიზედ ორი დღეა ზელენსკის ოფისთან იკრიბებიან და სკანდირებენ „სირსკი წადი“ და „დააბრუნეთ ფედოროვი“.
ბევრ უკრაინელს სჯერა, რომ ომში გამარჯვება შესაძლებელია მხოლოდ ტექნოლოგიური მიღწევებითა და არმიის სისტემური ცვლილებით, რომელიც საბჭოთა კავშირის დროინდელ ყველაზე ცუდ პრაქტიკას დაივიწყებს, ამის განხორციელება კი, მათი თქმით, სირსკის  მთავარსარდლობით შეუძლებელია.
ზელენსკიმ საკადრო  გადაადგილების მიზეზად სირსკისა და ფედოროვს შორის უთანხმოება დაასახელა. პრეზიდენტის თქმით, ის იძულებული გახდა ჩარეულიყო, რადგან  სირსკისა და ფედოროვს შორის  უთანხმოება იმდენად ღრმა იყო, რომ ისინი ერთ მაგიდასთან არ სხდებოდნენ.