18 ივლ 2026
აჭარის ხელოვნების მუზეუმში ქართველი მხატვრის, ხასან ჰელიმიშის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიცია სხვადასხვა პერიოდში შექმნილ ფერწერულ ტილოებს აერთიანებს , რომლებიც ავტორის ინდივიდუალურ ხელწერას, ფერთა გამორჩეულ პალიტრასა და შემოქმედებით ხედვას წარმოაჩენს.
გამოფენის გახსნას მხატვრის შვილი, ხელოვნების სფეროსა და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირადად გაცნობოდნენ ხასან ჰელიმიშის შემოქმედებას.