ესპანეთში სამი დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან

18 ივლ 2026

ესპანეთის ორესის მუნიციპალიტეტში ტყის ხანძარმა 15 ათას 400-ზე მეტი ჰექტარი ფართობი გაანადგურა, — წერს რეგიონული მედია.
ხანძრის ჩაქრობაში მეხანძრე-მაშველებს  სამხედრო საგანგებო სიტუაციების ქვედანაყოფის წევრები ეხმარებიან. ისინი წყლის ჭავლით აკონტროლებენ სატყეო მეურნეობის მუშაკების მიერ ხელოვნურად გაჩენილ ცეცხლს, რომლის მიზანიც დამცავი ზოლების შექმნა და ხანძრის გავრცელების შენელებაა.
სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და სამხედროები უკვე სამი დღეა  უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.  არაგონის რეგიონულმა მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის მეორე დონე გამოაცხადა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხანძარი საფრთხეს უქმნის დასახლებულ პუნქტებსა და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას. ესპანეთში ტყის ხანძარს  მაღალ ტემპერატურასა და გვალვას უკავშირებენ.