რუსი ბლოგერი პუტინისა და ომის კრიტიკის გამო 2-თვიან პატიმრობაში გაუშვეს

18 ივლ 2026

მოსკოვის სასამართლომ რუს ბლოგერ ილია რემესლოს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის შეგნებულად გავრცელებაში ადანაშაულებენ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, რემესლო პატიმრობაში 2026 წლის 16 სექტემბრამდე დარჩება. ბლოგერის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და სასამართლოს გადაწყვეტილებ გასაჩივრდება.  ადვოკატის თქმით,  საქმე აღიძვრა ინტერვიუს საფუძველზე, რომელიც ბლოგერმა ჟურნალისტ ქსენია სობჩაკს მისცა.
ილია რემესლო პარასკევს სანქტ-პეტერბურგში დააკავეს და იმავე დღეს მოსკოვში გადაიყვანეს. კრემლის ყოფილმა მხარდამჭერმა მარტში სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა მანიფესტი სათაურით „ხუთი მიზეზი, რის გამოც ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერა შევწყვიტე“, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოგვიანებით ბლოგერი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც  ერთი თვე დაჰყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ილია რემესლოს   10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.