ხასან ღოღობერიძის მემორიალური დაფის გახსნა ბათუმში

18 ივლ 2026

ბათუმში სახოკიას ქუჩაზე   ქართული  ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ცნობილი ქართველი  ქორეომუსიკოსის,  აჭარის დამსახურებული არტისტის,  საქართველოს  დამსახურებული  მუსიკოს-აკომპანიატორის  ხასან  ღოღობერიძის მემორიალური დაფა გაიხსნა. ხასან ღოღობერიძე იყო ცნობილი ქართველი მუსიკოსი, აჭარული ფოლკლორისა და ქართული საცეკვაო ხელოვნების გამორჩეული შემსრულებელი, გარმონისა და აკორდეონის ვირტუოზი. იგი წლების განმავლობაში თავისი შემოქმედებით ქართული ქორეოგრაფიისა და ტრადიციული მუსიკის პოპულარიზაციას ეწეოდა.  წლების განმავლობაში  იყო ენვერ ხაბაძის  სახელობის  სახელმწიფო  ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ბათუმის“  მუსიკოს-აკომპანიატორი. მისი შესრულებები და მუსიკალური ნამუშევრები ღირებულ კულტურულ მემკვიდრეობად ითვლება ქართული ხალხური შემოქმედების მოყვარულთათვის.