ირანმა სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირეებს დაარტყა

18 ივლ 2026

ირანმა სპარსეთის ყურეში ვაშინგტონის  მოკავშირეებზე იერიშები გააძლიერა.  თავდასხმები მოჰყვა ირანის სამხედრო ობიექტებზე აშშ-ის მიერ ზედიზედ მეშვიდე ღამით განხორციელებულ დარტყმებს, რამაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლიდან ერთი კვირის თავზე ომის ესკალაცია გამოიწვია. ქუვეითი უწყვეტი თავდასხმის სამიზნე გახდა, დაიბობმბა წყლის გამტკნარების ქარხანა, ხოლო ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების  საფრთხის გამო შეაჩერა. ქუვეითის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, „ქუვეითის ნავთობის კორპორაციამ“ განაცხადა, რომ ირანმა იერიში მიიტანა მის ერთ-ერთ ნავთობობიექტზე, რამაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი და რამდენიმე ადამიანის დაშავება გამოიწვია.