18 ივლ 2026
ვიეტნამის ლაი ჩაუს პროვინციის მთიან სოფელში წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაკარგულია. წყალდიდობა რამდენიმედღიან ძლიერ წვიმებს მოყვა, დაშავებულია შვიდი ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლება ჩრდილოეთ ვიეტნამის რამდენიმე რაიონში 250 მილიმეტრამდე ნალექს ელოდება, რაც წყალდიდობისა და მეწყერის საფრთხეს ზრდის. ვიეტნამი წვიმების სეზონზე, რომელიც პიკს ივლისიდან სექტემბრამდე აღწევს, გამანადგურებელი შტორმებისა და წყალდიდობების მსხვერპლია. მთავრობის მონაცემებით, გასულ წელს სტიქიურმა უბედურებებმა ქვეყანაში 489 ადამიანი იმსხვერპლა.