უკრაინულმა დრონებმა მოსკოვისა და ტამბოვის ოლექბს შეუტია

18 ივლ 2026

მოსკოვის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ელექტროსტალში, რუსეთის უმსხვილესი ონლაინ-რიტეილერის, ვაილდბერისის  საწყობზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა. 

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, მოსკოვის ოლქის კიდევ ერთ ქალაქ ნოგინსკში, განეიტრალებული დრონის ნამსხვრევებმა ნავთობბაზაზე ხანძარი გამოიწვია.

მას ობიექტის დაზიანების მასშტაბები არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ ნოგინსკში ორი ადამიანი დაშავდა, ახლომდებარე სამშობიარო სახლიდან კი პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა. 

ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში, რომელიც მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით  475 კილომეტრის მოშორბით მდებარეობს, ვაილდბერისის კიდევ ერთ საწყობზე დრონით თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა.

კომპანიის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ტატიანა კიმმა განაცხადა, რომ ეს იყო „საშინელი ღამე“ რუსეთისა და კომპანიისთვის, და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევმა ორ ლოგისტიკურ ობიექტზე მიიტანა იერიში, რომლებსაც რუსეთი დრონების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტებისა და სანავიგაციო აღჭურვილობის მისაწოდებლად იყენებდა. ზელენსკიმ სოციალურ ქსელ იქს-ში დაწერა, რომ დარტყმა ნავთობის ბაზაზეც განხორციელდა.