19 ივლ 2026
დიდმა სატანამ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ნამდვილი უნიღბო სახე, - ამის შესახებ მოჯტაბა ხამენეი ირანზე ამერიკული იერიშის საპასუხოდ აცხადებს.
ირანის სულიერი ლიდერი აშშ-ს ემუქრება და ამბობს, რომ ირანულ წინააღმდეგობის ფრონტს დაუვიწყარი გაკვეთილები აქვს მომზადებული.
„დანაშაულისა და შეუსრულებელი დაპირებების ეს ბნელი გამოცდილება ამერიკის არაკეთილსინდისიერების, ირაციონალურობის, არასანდოობისა და სისაძაგლის კიდევ ერთ მყარ დოკუმენტს წარმოადგენს. ახლა, როდესაც ამერიკელი მტერი ომის გაჩაღებას და უფრო მძიმე დანაკარგების მიყენებას ცდილობს, მან უნდა იცოდეს, რომ ირანელ ერს და წინააღმდეგობის ფრონტს მისთვის დაუვიწყარი გაკვეთილები აქვს მომზადებული“, - აღნიშნულია ხამენეის განცხადებაში.