აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ირანის წინააღმდეგ ახალი საჰაერო დარტყმები დაიწყეს

19 ივლ 2026

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ირანის წინააღმდეგ ახალი საჰაერო დარტყმები დაიწყეს. უწყების ცნობით, შეერთებული შტატების ძალებმა ირანის წინააღმდეგ იერიშები ზედიზედ მე-8 ღამეს განახორციელებს. ცენტრალურ სარდლობაში აღნიშნავენ, რომ დარტყმების მიზანია კიდევ უფრო შეასუსტოს ირანის შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას კომერციულ საზრვაო გადაზიდვებს ჰორმუზის სრუტეში და სწრაფად დასაჯოს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ძალები, რომლებმაც გასულ ღამეს იორდანიაში აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმა განახორციელეს.