19 ივლ 2026
კანადაში ტყის ხანძრებს ებრძვიან. სალიკვიდაციო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჩართულია ვერტმფრენებიც. ხელისუფლების განცხადებით, მხოლოდ გასულ ღამეს ხანძრის 60-ზე მეტი ახალი კერა გაჩნდა. ბოლო მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით ტყის ხანძრების რაოდენობა 955მდე გაიზარდა. უკვე განადგურდა 28 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტყის საფარი. კანადის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ონტარიოში ხანძრების აქტივობა შენელდა და უახლოეს დღეებში უფრო ხელსაყრელი ამინდის პირობებია მოსალოდნელი.