ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ნიდერლანდებში

19 ივლ 2026

ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ნიდერლანდებში. უწყების ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ, რომელიც ამ დელეგაციას ხელმძღვანელობს, მნიშვნელოვანი დისკუსიები გამართა გენგეგმის განახლებაზე, რათა ანაკლიის ნავსადგურის ტერიტორია ეფექტიანად იქნეს ათვისებული და ბაზრის მოთხოვნებს მოერგოს.

თამარ იოსელიანმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Port Consultants Rotterdam (პორტ ქონსალთანთს როტერდამის) წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების გენერალური გეგმის ალტერნატივები, ასევე შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა, პოტენციური ინფორმაციული დანაკლისის იდენტიფიცირება და ძირითადი რისკების შეფასება. ორდღიანი ვიზიტის მიზანს,  ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების ახალი მოდელის განხორციელების პროცესში მსოფლიოს საუკეთესო საპორტო გამოცდილებისა და საერთაშორისო პარტნიორების ექსპერტიზის გამოყენება წარმოადგენდა.