20 ივლ 2026
კომუნიკაციების კომისიის „მედიასკოლის სტუდიის“ პრაქტიკული 4-თვიანი კურსის მეოთხე ნაკადს 10 სერტიფიცირებული ჟურნალისტი ჰყავს. კურსის განმავლობაში კურსდამთავრებულებს ჰქონდათ შესაძლებლობა თეორიულთან ერთად პრაქტიკული ცოდნის მიღების.
სპეციალურად მათთვის განკუთვნილ საინფორმაციო სამსახურში შეისწავლეს მედიაპროდუქტების დამოუკიდებლად შექმნა და შექმეს მედიაპორტფელი.
წარმატებულ კურსდამთავრებულებს მედიასკოლა პოტენციურ დამსაქმებლებთან რეკომენდაციას გაუწევს.