20 ივლ 2026
ვინც არ უნდა იყოს, საქართველოს მოქალაქე იქნება თუ სხვადასხვა ეროვნების ტურისტი, ცხადია, უნდა დაემორჩილოს კანონს, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ განაცხადა, იგი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციებს იმის თაობაზე, რომ რუსი ტურისტების მხრიდან რიგ შემთხვევაში ადგილობრივების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ხდება, რაზეც ხელისუფლების მხრიდან რეაგირებას ითხოვენ.
მისივე თქმით, სპეციალურად აქცენტირება კონკრეტული ტურისტის ეროვნებაზე, საქართველოს ეკონომიკურ ინტერესში არ შედის.