უხვი ნალექი თბილისში - ქალაქის მასშტაბით მოძრაობა აღდგენილია

21 ივლ 2026

დედაქალაქის რამდენიმე უბანში წვიმამ პრობლემები შექმნა - დაიტბორა ქუჩები, რის გამოც გარკვეულ მონაკვეთებზე გართულდა ავტომობილებით გადაადგილება.

მთელი ღამის განმავლობაში პრობლემურ ტერიტორიებზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ „თბილსერვის ჯგუფისა“ და გამგეობების წარმომადგენლები, ასევე მობილიზებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. ვითარებას ადგილზე გაეცნო თბილისის მერი კახა კალაძე.

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ამ დროისთვის მოძრაობა სრულად აღდგენილია მთელი ქალაქის მასშტაბით.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 ივლისის ღამიდან 21 ივლისის დილამდე თბილისსა და მის შემოგარენში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ლოკალურად ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება.