21 ივლ 2026
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის თურქეთში, კუნძულ ქინალიადაზე, საერთაშორისო ბანაკი ხორციელდება, რომელშიც სოფელ ფერიაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი 20-მდე ახალგაზრდა მონაწილეობს.
პროექტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, მსოფლიო საპატრიარქოსთან თანამშრომლობითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით ახორციელებს.
თურქეთის რესპუბლიკაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მყოფ ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს და ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერით საერთაშორისო ბანაკებს უკვე მე-5 წელია აწყობს.