ჩინელი ტუროპერატორები და ინფლუენსერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

22 ივლ 2026

ჩინელი ტუროპერატორები და ინფლუენსერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. გაცნობითი ტურის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინელ ტუროპერატორებსა და ინფლუენსერებს უმასპინძლა.   

ჩინური მედიისა და ტურისტული კომპანიების 12 წარმომადგენელი საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, თბილისის მარშრუტებს, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს გაეცნო.

დაიგეგმა, რომ საქართველოში ვიზიტის შემდეგ ტუროპერატორები ჩინელ მოგზაურებს საქართველოს მიმართულებით ჯგუფურ ტურისტულ პაკეტებს შესთავაზებენ. 

შანხაი-თბილისი-შანხაის მიმართულებით პირდაპირი რეისები უკვე დაიწყო.