რუსეთში ვაილდბერისის საწყობები უკრაინული დრონების სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა

22 ივლ 2026

რუსეთის უმსხვილესი ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანია ვაილდბერისის საწყობებზე კიდევ ერთი თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა და თანადამფუძნებელმა ტატიანა კიმმა.

სოციალური მედიაში გავრცელებულ კადრებზე კრასნოდარში საწყობზე თავდასხმის შედეგია ასახული. 

კრასნოდარის მერმა ევგენი ნაუმოვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ კრასნოდარში დრონებით თავდასხმის შემდეგ ლოჯისტიკის საწყობში ხანძარი გაჩნდა. 

გასულ შაბათს ვაილდბერისის საწყობებზე უკრაინული დრონებით განხორციელებულმა დარტყმამ რვა ადამიანი იმსხვერპლა. სტავროპოლის ოლქის გუბერნატორი ვლადიმერ ვლადიმეროვი ასევე ადასტურებს ნევინომისკის გარეუბანში საწყობის კომპლექსზე დრონით თავდასხმას, რომელსაც მასშტაბური ხანძარი მოჰყვა.