რუბიო ირანის კრიზისის მოლაპარაკებების გზით მოგვარებას ემხრობა

22 ივლ 2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ,  განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კვლავ მზადაა ირანის კრიზისის დასასრულებლად მოლაპარაკებები დაიწყოს, თუმცა თეირანი მოლაპარაკებებს სერიოზულად არ უდგება.

რუბიომ ეს კომენტარები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა მას შემდეგ, რაც სამმა ნავთობტანკერმა, რომლებსაც საუდის არაბეთის ნავთობი აზიაში გადაჰქონდათ, წითელ ზღვაში კურსი შეცვალა, ირანის მოკავშირე იემენელი ჰუსიტების მუქარის გამო. რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი „ყოველთვის დიპლომატიის ერთგული იყო“, მაგრამ ეჭვი ეპარება, რომ თეირანი ასევე ერთგულია  მოლაპარაკებების.

რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანს ვერ მისცემენ ჰორმუზის სრუტის კონტროლის უფლებას, რადგან ვერ შექმნიან საშიშ პრეცედენტს  მსოფლიოსთვის, მათ შორის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისთვის, რომელთაგან ბევრს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთთან ტერიტორიული დავები აქვს.