არგენტინაში დიდთოვლობაა

22 ივლ 2026

არგენტინის მენდოსის მაღალმთიან რეგიონში დიდთოვლობაა.  სტიქიის ზონიდან სპეციალური  სატრანსპორტო საშუალებით მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ზოგიერთ რაიონში თოვლის საფარმა სამ მეტრს მიაღწია. საგანგებო სამსახურების განცხადებით,  ამინდის პირობები კვლავ არახელსაყრელია  და ძლიერი თოვა გრძელდება სხვადასხვა მაღალმთიან რაიონში.

მეტეოროლოგები ამინდის გაუმჯობესებას  2 აგვისტომდე არ ვარაუდობენ. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის უახლესი პროგნოზებით, ელ-ნინიო შესაძლოა გაძლიერდეს „სუპერ-ნინიოდ“, რაც გამოწვეულია წყნარი ოკეანის ისტორიულ საშუალო მაჩვენებელზე 2 გრადუსიანი დათბობით.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ეს მიუთითებს ძლიერ შტორმებზე, ნალექების დაგროვებაზე, რამაც შეიძლება ყოველთვიური საშუალო მაჩვენებლები გააორმაგოს და ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ არგენტინაში ფართომასშტაბიანი წყალდიდობა გამოიწვიოს.