22 ივლ 2026
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმედღიანი ქუჩის პროტეტსის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად ახალგაზრდა გენერალ-მაიორი, მიხაილო დრაპატი დანიშნა, რაც რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობაში ყველაზე დიდი ცვლილებააა.
ზელენსკიმ 60 წლის ოლექსანდრ სირსკი 43 წლის დრაპატითი შეცვალა, გამოცდილი მეთაურით, რომელიც 2024 წლიდან 2025 წლამდე ხელმძღვანელობდა ქვეყნის სახმელეთო ძალებს და მას ახალი თაობის გენერალს უწოდებენ.
სირსკიმ ომის დასაწყისში კიევის თავდაცვაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და ამ თანამდებობას ის 2024 წლის დასაწყისიდან იკავებდა. მას მკაცრი სარდლობის სტილის გამო აკრიტიკებდნენ, რამაც, ზოგიერთი სამხედრო მოსამსახურის თქმით, გაუმართლებლად მაღალი დანაკარგები გამოიწვია.
გასულ კვირას, ზელენსკის მიერ რეფორმატორი თავდაცვის მინისტრის, 35 წლის მიხაილო ფედოროვის, თანამდებობიდან გათავისუფლებამ ანალიტიკოსებში შეშფოთება გამოიწვია, რომ უკრაინის ბოლოდროინდელი საბრძოლო იმპულსი შესაძლოა დაიკარგოს.