მანილაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

22 ივლ 2026

მანილაში ასეანის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ბლოკის დიალოგის პარტნიორების შეხვედრის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ფილიპინელი აქტივისტები პოლიციას დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილეები ფილიპინების დედაქალაქში  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ვიზიტს აპროტესტებენ.  

პოლიციამ არ მისცა საშუალება აქტივისტები უშუალოდ შეხვედრის  ადგილს მიახლოებოდნენ. დემონსტრანტები შეერთებულ შტატებს მოუწოდებდნენ, შეწყვიტოს რეგიონულ კონფლიქტებში მონაწილეობა და ვაშინგტონი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაძაბულობის გაღვივებაში დაადანაშაულეს.

ასეანის შეხვედრა ახლო აღმოსავლეთში განახლებული საომარი მოქმედებების,  ასევე პეკინსა და ფილიპინებს შორის დიპლომატიური დაძაბულობის ზრდის ფონზე იმართება.