22 ივლ 2026
12 ადამიანი დაიღუპა ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე სიკიის შტატში გვირაბში მომხდარი აფეთქების შედეგად. ინციდენტი ტისტის მდინარეზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ეროვნული ჰიდროელექტროსადგურის მშნებლობის დროს მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით, აფეთქება სავარაუდოდ გვირაბის შიგნით ქანებში მეთანის დაგროვებამ გამოიწვია, რომელმაც გვირაბი სქელი კვამლით და ტოქსიკური აირით აავსო.
ტოქსიკური კვამლი ხელს უშლის სამაშველო სამუშაოებს. გვირაბში 13-დან 15-მდე ადამიანია ჩარჩენილი. მაშველები სპეციალური სასუნთქი აპარატებით არიან აღჭურვილები.