ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა - შსს

23 ივლ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამჟამად ის, სხვა საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით იკითხება.

„ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მივაწვდით“, - აცხადებენ შსს-ში.

კომიკოსსა და აქტივისტ, ონისე ოქრიაშვილს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.