მარკო რუბიო სერგეი ლავროვს შეხვდა

23 ივლ 2026

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შორის შეხვედრა გაიმართა.

აუდიენცია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა და ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მხარეებმა „აშშ-რუსეთის ურთიერთობები და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების აუცილებლობის საკითხი“ განიხილეს.

უცხური მედია დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრის ინიციატორი ამერიკული მხარე იყო.