პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ონისე ოქრიაშვილზე იძალადა

23 ივლ 2026

ონისე ოქრიაშვილზე ძალადობაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა. იფორმაციას შსს ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 

 

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, ბრალდებულმა, ფიზიკურად იძალადა ონისე ოქრიაშვილზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

დანაშაულის ჩადენიდან მალევე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა ერთი პირი, რომელიც სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს",- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით  მიმდინარეობს. გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.