ახალგაზრდული ბანაკი ანაკლიაში

23 ივლ 2026

ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მიზნით, განსახორციელებელ პროექტებზე, უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითად მიმართულებებსა და სტუდენტთა მხარდამჭერ ინიციატივებზე ისაუბრა განათლების მინისტრმა ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან. 

გივი მიქანაძე ბანაკის 2026 წლის პირველი ნაკადის მონაწილეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. მინისტრმა ახალგაზრდული ბანაკების გაფართოებაზეც ისაუბრა. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მინისტრისთვის მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაესვათ და საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ. 

მიმდინარე წელს ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი, 19 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით, 11 ნაკადად განხორციელდება და ჯამში 2 640 ახალგაზრდას უმასპინძლებს. მათ შორის 720 სკოლის მოსწავლე და 1 920 სტუდენტი იქნება.