მანილაში რუბიოსა და ლავროვს შორის შეხვედრა გაიმართა

23 ივლ 2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო  მანილაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა. მოლაპარაკებები ფილიპინების დედაქალაქში ასეანის ფორუმის ფარგლებში გაიმართა და ის ნახევარ საათზე ცოტა მეტხანს გაგრძელდა.

რუბიომ განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან უკრაინის ომის საკითხი  განიხილა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ცდილობს კონსტრუქციული როლი ითამაშოს მის დასრულებაში.

მანამდე რუბიო მანილაში უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ ასეანის რეგიონულ ფორუმს დაესწრო, სადაც მინისტრები ახლო აღმოსავლეთში განახლებული და გამწვავებული საომარი მოქმედებების შემდეგ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მოწოდებით გამოვიდნენ.