ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აკუსტიკურ ხმაურზე მონიტორინგს განაგრძობს

23 ივლ 2026

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, აკუსტიკურ ხმაურზე მონიტორინგს, ტურისტულ სეზონზე, ინტენსიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხმაურის ნორმების გადაჭარბების შემთხვევაში ოპერატიული ჯგუფი  სამართალდამრღვევს დააჯარიმებს.

"598 85 15 20 - ხმაურის ნორმების გადაჭარბების შემთხვევაში უნდა დარეკოთ აღნიშნულ ნომერზე. რის შემდეგაც კანონის შესაბამისად, მუნიციპალური ინსპექციის ოპერატიული ჯგუფი გამოცხადდება შეტყობინების ადრესატის მისამართზე, სპეციალური აპარატით გაზომავს ხმაურის დონეს და გადაჭარბების დაფიქსირების შემთხვევაში მოხდება სამართალდამრღვევი სუბიექტის დაჯარიმება. 

 

აკუსტიკური ხმაურის მონიტორინგი არ ვრცელდება დღის საათებში (08:00-23:00) მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებსა და თვითმმართველობასთან შეთანხმებულ ღონისძიებებზე.

 

მიმდინარე წელს  ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტზე 94 შეტყობინება დაფიქსირდა, მათ შორის 24 სუბიექტი დაჯარიმდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.