23 ივლ 2026
მანილაში სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა ითამაშოს „კონსტრუქციული როლი“ უკრაინაში ომის დასრულების საქმეში.
რუბიომ აღნიშნა, რომ არ აპირებს განხილული საკითხების დეტალებზე დაკონკრეტებას.
მისივე თქმით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა, ხელი შეუწყოს „უაზრო ომის“ დასრულებას, თუ შესაძლებლობა გაჩნდება. მან თქვა, რომ ვაშინგტონმა ეს გზავნილი მოსკოვს გადასცა, თუმცა მოლაპარაკებების დროს რუსეთის პოზიციის დახასიათებაზე უარი თქვა.
თავის მხრივ, ლავროვმა „კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარებისთვის“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.