23 ივლ 2026
ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში წყალბურთის მსოფლიოს თასის ფინალური ეტაპი მიმდინარეობს. საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მატჩი იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა.
შეხვედრა იტალიელების გამარჯვებით 18:12 დასრულდა. საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „მსოფლიოს თასის“ ფინალში ასპარეზობის უფლება „მსოფლიოს თასის“ 2026 წლის მეორე დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის დამარცხების შემდეგ ისტორიაში პირველად მოიპოვა. „მსოფლიოს თასის“ ფინალური ეტაპი 22 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით ტარდება.
„მსოფლიოს თასზე“ საქართველოსთან ერთად ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი, ხორვატია, მონტენეგრო და ავსტრალია მონაწილეობენ.