„ციფრული მუზა“ - პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა

23 ივლ 2026

პროექტ „ციფრული მუზის„ ფარგლებში აჭარის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ.  მონაწილეები  თანამედროვე AI ტექნოლოგიებს, არსებულ შესაძლებლობებს, ასევე შემოქმედებით და პროფესიულ საქმიანობაში მისი გამოყენების მექანიზმებს გაეცნენ. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ საჭირო ინფორმაცია კითხვა პასუხის რეჟიმშიც მიეღოთ. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.

პროექტი „ციფრული მუზა“ აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა და მისი  მიზანი  ახალგაზრდებისა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლების ციფრული კომპეტენციების გაძლიერება, კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირების გაძლიერებაა.

პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა და  სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფი გადამზადდა.