ჩოხატაურმა ახალგაზრდულ კულტურულ პროექტს უმასპინძლა

23 ივლ 2026

რეგიონებისთვის ახალგაზრდული პროექტის ავტორებსა და მონაწილეებს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასთან კულტურის სფეროს წარმომადგენლების შეხვედრას ითვალისწინებს დღეს ჩოხატაურმა უმასპინძლა.

შეხვედრა ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა, სადაც ადგილობრივებს  მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი და მსახიობი შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს თეატრისა და კულტურის მნიშვნელობაზე, მათ შორის რეგიონებში, ასევე კულტურულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობასა და თეატრის მიმართ ინტერესის გაზრდაზე.

დღესვე ჩოხატაურის თეატრში, კოტე მარჯანიშვილის თეატრის დასის წარმოდგენა გაიმართება. მსახიობები  სპექტაკლს ,, ქალები" ითამაშებენ. თბილისური თეატრების გასტროლი რეგიონებში ახალგაზრდებთან შეხვედრებისას, დაიგეგმა.

სწორედ ამ ღონისძიებებზე გამოითქვა სურვილი თეატრალური ღონისძიებები საკუთარ მუნიციპალიტეტებში  გამართულიყო. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს კულტურის სამინისტროა.