ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა - სახელმწიფო ელექტროსისტემა

24 ივლ 2026

ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ღამით, დაახლოებით 00:10 საათზე ავარიულად გაითიშა, რის შედეგაც აღდგენითი სამუშაოები დაიწყო და ელექტოენერგიის აღდგენა ღამის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდა. 

როგორც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში განაცხადეს, პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა.