ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში მეწყრის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაადგენს

24 ივლ 2026

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში, სადაც გვიან ღამით მეწყერი ჩამოწვა, გაწმენდით სამუშაოებში  მძიმე ტექნიკა ჩაერთვება. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე გაწმენდილია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. მისივე თქმით, აუცილებელია შემთხვევის ადგილზე ჰიდროლოგების, გეოლოგებისა და მშენებლების ჩასვლა, რათა დადგინდეს, რამდენად შესაძლებელია მსგავსი სტიქიური პროცესების პრევენცია.  

სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ადგილზე სპეციალური კომისია დაადგენს. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა სოფელ გომაროში, ქვემო ენთელსა და სოფელ შოყაში.

სოფელ გომაროში დაზიანდა ორი საცხოვრებელი სახლი და საგზაო ინფრასტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.