24 ივლ 2026
პირველი პრაქტიკული კონფერენცია რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომუშავე ოჯახის ექიმებისთვის. ორდღიანი კონფერენციის მიზანი პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, ოჯახის ექიმების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე კლინიკური გამოცდილების გაზიარება იყო.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს თემატური მოხსენებები, განიხილეს კლინიკური შემთხვევები და მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ სესიებში. სოფლის ექიმებისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა წელს პირველად ამოქმედდა.
პროგრამა ითვალისწინებს 2027 წლის 1 იანვრამდე სავალდებულო 30 კრედიტ-ქულის დაგროვებას.
ამ ეტაპზე სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში მომუშავე 200-მდე ოჯახის ექიმმა უკვე გაიარა შესაბამისი საგანმანათლებლო აქტივობები, ხოლო პროექტი ეტაპობრივად საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.