საერთო სამაგისტრო გამოცდები

24 ივლ 2026

საერთო სამაგისტრო გამოცდები გრძელდება. წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის შემდეგ დღეს ტესტირება ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში ტარდება. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე მაგისტრანტობის კანდიდატთა დაახლოებით 83 პროცენტი გამოცხადდა. 

წელს საერთო სამაგისტრო გამოცდებზე 10 ათასზე მეტი აპლიკანტია რეგისტრირებული. სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების აუცილებელი პირობაა კანდიდატმა საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხი ნაწილიდან  სამში ზღვარი გადალახოს, შემდეგი ეტაპი კი არის უნივერსიტეტში დანიშნული გამოცდის ჩაბარება.

მაგისტრანტობის კანდიდატებთან ერთად, დღესვე, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები აზერბაიჯანული ენის გამოცდას აბარებენ.