სომელიეთა საერთაშორისო გილდიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

24 ივლ 2026

საქართველოში სომელიეთა საერთაშორისო გილდიის დელეგაცია იმყოფებოდა.  ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ სომელიეთა საერთაშორისო გილდიის პრეზიდენტი ჯოზეფ მილერი და სომელიეები მსოფლიოს 6 ქვეყნიდან.  ისინი საქართველოში ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ჩამოვიდნენ და გაეცნენ ქართული ღვინის მწარმოებელ მარნებსა და კომპანიებს კახეთში, იმერეთსა და ქართლში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სომელიეთა საერთაშორისო გილდია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და აღიარებული საგანმანათლებლო ორგანიზაციაა ღვინისა და სომელიეს პროფესიის სფეროში.

ორგანიზაცია ინდუსტრიის პროფესიონალებს სთავაზობს აკრედიტებულ სასწავლო პროგრამებს,  როგორც დამწყები, ისე პროფესიონალი სომელიეებისთვის.

ორგანიზაცია ამჟამად მუშაობს 40-ზე მეტ ქვეყანაში და სტუდენტებს სასწავლო პროგრამებს 14-ზე მეტ ენაზე სთავაზობს.