სასამართლომ ელგუჯა ბაგრატიონი 250 ლარით დააჯარიმა

11 ივნ 2017

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 6 ივნისს დაკავებულ უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ელგუჯა ბაგრატიონს 250 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო რეზო ხარაზი, უდანაშაულოდ ცნო.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები“ სამართალდამცავებმა, ჩაქვში, 7 ივნისს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის მაშინ დააკავეს. ისინი ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის ხეების გადატანას, მოჭრას, მოძრაობის შეფერხებას აპროტესტებდნენ და ნებართვის ჩვენებას ითხოვდნენ.

როგორც ენმ-ში აცხადებენ, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებულია. ისინი, გადაწყვეტილების გასაჩივრებასმ, სააპელაციო სასამართლოში აპირებენ.