კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის რეაბილიტაცია

24 ივლ 2026

ბათუმში, რევაზ კომახიძისა და ზვიად გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის  მქონე შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

1888 წლით დათარიღებული შენობა ქალაქის ძველ, ისტორიულ უბანში მდებარეობს და მისი იერსახის აღდგენაზე საერთაშორისო დეველოპერულმა კომპანია NEXT-მა იმუშავა და შენობა სახელწოდებით NEXT Downtown ოფიციალურად გახსნა. პროექტის ფარგლებში ისტორიული შენობა თანამედროვე საცხოვრებელ სივრცედ გარდაიქმნა.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, რეაბილიტაციის დაწყებამდე ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა ჩაატარეს და სწორედ მის საფუძველზე მოხდა შენობის თავდაპირველი იერსახე დაბრუნება.

სრულად აღდგა ისტორიული ფასადი და შენარჩუნდა მისი გამორჩეული არქიტექტურული ელემენტები, მათ შორის დეკორატიული პროფილები, აივნები და სხვა ავთენტური დეტალები.