ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიება ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში

24 ივლ 2026

„ილია და უორდროპები - მეგობრობა, რომელმაც საზღვრები გადალახა“ - ლიტერატურულ მუსიკალურ საღამოს ბათუმში ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმმა უმასპინძლა.  

საღამო ილია ჭავჭავაძისა და მარჯორი და ოლივერ უორდროპების მეგობრობას მიეძღვნა, საუბარი შეეხო ქართულ-ევროპული კულტურული ურთიერთობების განვითარებაში მათ განსაკუთრებულ წვლილს.

წარმოდგენილი იყო თეატრალური პერფორმანსი, შესრულდა ქართული და ევროპული საგუნდო ნაწარმოებები.