24 ივლ 2026
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მოსე თოიძის დაბადებიდან 155-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
წარმოდგენილია მოსე თოიძის მიერ შექმნილი 70 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან შეირჩა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მხატვრის ნამუშევრების ალბომის პრეზენტაციაც.
წიგნის ავტორები არიან ხელოვნებათმცოდნე, მოსე თოიძის სახლ-მუზეუმის უფროსი კურატორი ქეთევან ბენდელიანი და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი სამსონ ლეჟავა.