მარჯანიშვილის თეატრალური დასის წარმოდგენა ჩოხატაურში 

24 ივლ 2026

ჩოხატაურის ნინო რამიშვილის სახელობის ხელოვნების ცენტრში კოტე მარჯანიშვილის თეატრალურმა დასმა წარმოდგენა გამართა. მარჯანიშვილის თეატრის  მსახიობებმა, ციცინო კობიაშვილის რეჟისორობით დადგმული ნილ საიმონის პიესა ,, ქალები" ითამაშეს.

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის გასტროლი გურიაში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის და ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შედგა.  

კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი  რეგიონული კონფერენციებისას გაჟღერდა. პირველ ეტაპზე მარჯანიშვილის თეატრის გასტროლი დაიგეგმა. პროექტის მხარდამჭერებს შორისაა საქართველოს კულტურის სამინისტრო.