ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო სპორტის ღია ჩემპიონატი

24 ივლ 2026

ფოთის „ოქროს ტბა“ ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო სპორტის ღია ჩემპიონატს უმასპინძლებს.  ჩემპიონატში  20 ქვეყნის 120-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება საერთაშორისო წყალსათხილამურო სპორტის ფედერაციის პატრონაჟით ჩატარდება.

შეჯიბრებები გაიმართება წყალსათხილამურო სპორტის სამ ძირითად დისციპლინაში: სლალომში, ფიგურებსა და ტრამპლინიდან ხტომაში.

ჩემპიონატი დღეიდან სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.